ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ვადა ამოიწურა

01 დეკემბერი 2023, 10:00 587 ნახვა

ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ვადა ამოიწურა. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. როგორც ისრაელის თავდაცვის ძალებში განაცხადეს, მათ განაახლეს ბრძოლა „ჰამასთან“ ღაზის სექტორში.

ამერიკული გამოცემა "Wall Street Journal" წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ ჰუმანიტარული ზავი კიდევ 1 დღით გახანგრძლივდა, თუმცა ოფიციალური პირები აღნიშნულს ამ დროისთვის არ ადასტურებენ.

ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერის განცხადებით, სამხედროები მზად არიან განაახლონ საბრძოლო მოქმედებები ღაზის სექტორში, თუ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება კიდევ 1 დღით არ გახანგრძლივდება. 

ზავი 8 დღის განმავლობაში მოქმედებდა, გუშინ "ჰამასმა" ღაზიდან კიდევ 8 მძევალი გაათავისუფლა, ისრაელმა კი 30 პალესტინელი პატიმარი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში