ოკუპანტმა უკრაინაზე იერიში დრონებით მიიტანა

01 დეკემბერი 2023, 09:50 478 ნახვა

უკრაინაში ომი გრძელდება. დედაქალაქსა და რამდენიმე ოლქში დილიდან განგაშის ხმა ისმის. უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, ქვეყნის აღმოსავლეთსა და სამხრეთით სიტუაცია მძიმეა. გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინის დამცველებსა და ოკუპანტებს შორის 73 საბრძოლო შეტაკება მოხდა.

გავრცელებული ცნობით, საჰაერო განგაში ჩაირთო აღმოსავლეთ და სამხრეთ ოლქებშიც საჰაერო იერიშების საფრთხის გამო.

ოკუპანტებმა იერიში მიიტანეს დონეცკისა და ხერსონის ოლქებზე, სადაც დაიღუპა 3 და დაშავდა 12 ადამიანი.

მსოფლიოს ქვეყნები კი აგრძელებენ უკრაინის მხარდაჭერას. ნორვეგია უკრაინას სასურსათო უსაფრთხოების მიმართულებით ხუთწლიანი მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 23 მილიონ დოლარს გამოუყოფს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში