ეკომიგრანტი ოჯახების დახმარების პროგრამა

21 მაისი 2016, 00:00 3932 ნახვა

"ეკომიგრანტთა ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში, ბენეფიციართა ინფორმირების და კონსულტაციის მიზნით, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სტიქიის შედეგად დაზარალებულთა საქმეების დეპარტამენტის უფროსი დალი ქიქავა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, მუნიციპალიტეტის ეკომიგრანტებს შეხვდა. სტიქიის შედეგად დაზარალებულთა კომისია, პროგრამის ფარგლებში ამ ეტაპზე ქედაში 18 ეკომიგრანტი ოჯახის საკითხს სწავლობს. სამინისტრო “ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამას" წელს პირველად ახორციელებს. ბიუჯეტი 3 მილიონი ლარია. პროგრამით გათვალისწინებულია ეკომიგრანტი ოჯახების 25 ათასი ლარით დაფინანსება.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში