შშმ პირთა უფლებებზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭო

02 დეკემბერი 2023, 11:48 472 ნახვა

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე  პირთა უფლებების შესახებ კანონის აღსრულებისკენ მიმართულ ღონისძიებათა ერთიანი საკოორდინაციო საბჭოს წევრებმა, წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე, მიმდინარე პროგრამები და სამომავლო გეგმები განიხილეს.

შემაჯამებელ შეხვედრაზე, პრეზენტაციები წარადგინეს საბჭოში შემავალი დეინსტიტუციონალიზაციის, სოციალური სერვისების განვითარებისა და შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის განსაზღვრის კომიტეტების წარმომადგენლებმა. ღონისძიების მონაწილეებმა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებებზე იმსჯელეს და სამომავლო გეგმებიც განიხილეს.

ღონისძიება ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით გაიმართა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში