ომი ახლო აღმოსავლეთში

02 დეკემბერი 2023, 12:00 497 ნახვა

ისრაელსა და ჰამასს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ვადის ამოწურვის შემდეგ ჰამასის ტყვეობაში 137 მძევალი რჩება. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელის თავდაცვა ავრცელებს.

უწყებაში ასევე ადასტურებენ ფაქტს 5 მძევლის დაღუპვის შესახებ. მას შემდეგ რაც ჰუმანიტარული პაუზა შეჩერდა, ისრაელის მიმართულებით ღაზის სექტორიდან 50 რაკეტა ისროლეს. 

განგაშის სიგნალი ჩაირთო აშდოდსა და მიმდებარე თემებში. საპასუხოდ ისრაელმა ღაზის მიმართულებით 200ზე მეტი დარტყმა მიიტანა. ჯამურად 7 დღიანი პაუზის დროს ჰამასმა 110 ადამიანი გაათავისუფლა, მათ შორის ძირითადად ქალები და ბავშვები არიან.

კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება საკითხი ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების გაგრძელების შესახებ.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში