უკანონოდ გაცემული ძლიერმოქმედი ფსიქოტროპულები

02 დეკემბერი 2023, 17:05 536 ნახვა

უპრეცედენტო რაოდენობით, უკანონოდ გაცემული ძლიერმოქმედი ფსიქოტროპული მედიკამენტი და ათასობით პაციენტის საფრთხეში ჩაგდებული სიცოცხლე - სამ სამედიცინო დაწესებულებასა და ექიმებს საქმიანობა აუკრძალეს.

ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ, “შპს ამბულატორიული კლინიკის“ თბილისისა და გორის ფილიალის, ასევე შპს „ჯანმრთელობა ყველასთვის “ შემოწმების შედეგად დაადგინა, რომ დაწესებულებები, რეცეპტს, უკანონოდ ყოველგვარი სამედიცინო გამოკვლევების გარეშე გასცემდნენ.

გორის ამბულატორიული კლინიკაში აცხადებენ, რომ არ არსებობს მათი უკანონო ქმედების დამადასტურებელი მტკიცებულება. კლინიკა გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში