გასტრონომიული ფორუმი ბათუმში

04 დეკემბერი 2023, 11:05 896 ნახვა

პირველად ბათუმი საერთაშორისო გასტრონომიულ ფორუმს „გასტრო-ბათუმს“ მასპინძლობს. მისი მიზანი რეგიონში გასტრონომიული ტურიზმის განვითარება და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებაა.

სწორედ ამ მიზნით  ბათუმში მიშლენის ვარსკვლავის მფლობელი რესტორნების, ბელგიელი, ფრანგი, თურქი და სხვა ქვეყნების შეფ-მზარეულები, დღის განმავლობაში  ადგილობრივ შეფ-მზარეულებს  თევზის, ხორცისა და სოუსების მომზადების მასტერკლასებს უტარებენ.

ასევე იგეგმება ვიდეორეცეპტების მომზადება. მათი ნახვა მსურველებს serviceajara.ge-ზე შეეძლებათ.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში