,,ჩვენი ხმა ევროპას“ - შეხვედრა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან

04 დეკემბერი 2023, 11:01 432 ნახვა

პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში შშმ პირთა საერთაშორისო დღეს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს უმასპინძლა, რომლებიც ხელმოწერების კამპანიას ,,ჩვენი ხმა ევროპას“ შეუერთდნენ.

ღონისძიებაზე ქართული პოეზიის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილის და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მხარდაჭერისთვის ღირსების მედლით დაჯილდოვდა პოეტი მიმოზა ცანავა.

პრეზიდენტმა ისაუბრა ევროკავშირის სიკეთეებზე, ადამიანის უფლებებისადმი ევროპული მიდგომის პრაქტიკაზე და აღნიშნა, რომ ევროპა ნიშნავს თანაბარ უფლებებს და შესაძლებლობების გამოვლენის საშუალებას იძლევა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში