რეკრეაციული სივრცის მოწყობა ბაგრატიონის ქუჩაზე

04 დეკემბერი 2023, 18:14 635 ნახვა

ბაგრატიონის ქუჩაზე რეკრეაციული სივრცის მოწყობა გრძელდება. აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტისთვის ბიუჯეტიდან 2 მილიონ ლარამდე იხარჯება ,პროექტი გარდამავალია და ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები მომდევნო წლის მაისში უნდა დაასრულოს. ადგილზე მოეწყობა საფეხმავლო ბილიკი, ბავშვთა გასართობი კუთხე, სპორტული და სარეკრეაციო სივრცე. პარალელურად ქალაქის მასშტაბით მიმდინარე წელს 12 პროექტი განხორციელდა , რომელიც მსგავსი ტიპის რეკრეაციული სივრცეების მოწყობას გულისხმობს. ტერიტორია აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ , ბათუმის მერმა და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში