„ჩვენი ხმა ევროპას“ - ხელმოწერების კამპანიას სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები შეუერთდნენ

05 დეკემბერი 2023, 10:33 476 ნახვა

„ჩვენი ხმა ევროპას“ - ხელმოწერების კამპანიას სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები შეუერთდნენ. მათ ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტმა უმასპინძლა. 

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, სამედიცინო სფერო არის საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც კარგად აცნობიერებს თუ რამდენად სჭირდება ქვეყანას ევროპა. 

ხელმოწერების კამპანია 8 ნოემბერს  პრეზიდენტის ინიციატივით დაიწყო და საქართველოსათვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოთხოვნით ევროკავშირის ლიდერებისადმი მიმართვას ითვალისწინებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში