მსოფლიო ჩემპიონების ტესტ-მატჩების სიაში „ბორჯღალოსნებიც“ არიან 

05 დეკემბერი 2023, 10:08 478 ნახვა
00:00
00:00

რაგბის სამხრეთაფრიკელმა ექსპერტმა დაადასტურა, რომ "ბოკე" 6 ივლისს ირლანდიას ეთამაშება, ცამეტში ისევ ირლანდიას დურბანში მიიღებს, ხოლო 20 ივლისს მეტოქე საქართველოს ნაკრები იქნება.

31 აგვისტოს წლევანდელი მსოფლიო თასის ფინალის მატჩის განმეორება "ელის პარკზე" იქნება, სადაც სამხრეთ აფრიკა "ოლ ბლექსს შეხვდება", ხოლო შვიდში იგივე დაპირისპირება კეიპთაუნში გაიმართება.

28 სექტემბერს სამხრეთ აფრიკა არგენტინას უმასპინძლებს. საქართველოსთან მატჩის ქალაქი კი ჯერჯერობით გარკვეული არ არის.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი