გაეროში ჰამასის ბოევიკების სექსუალური ძალადობის დაგმობას მოითხოვენ

05 დეკემბერი 2023, 09:50 399 ნახვა

ისრაელის ინიციატივით, ნიუ-იორკში გაეროს შტაბ-ბინაში გაიმართა ღონისძიება, რომელიც 7 ოქტომბერს ჰამასის თავდასხმის დროს ქალთა მიმართ სექსუალურ ძალადობას ეძღვნებოდა.

ისრაელი აკრიტიკებს მსოფლიო ორგანიზაციის რეაქციას ამ თავდასხმებზე.

ჰამასი კი უარყოფს ბრალდებებს. მთავარმა მომხსენებელმა მოუწოდა  გაეროს ოფიციალურად დაგმოს ჰამასი სექსუალური ძალადობის გამო, ჩაატაროს სრული და სამართლიანი გამოძიება და პასუხისგებაში მისცეს ტერორისტები.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში