მეღვინეების მიმართვა ევროკავშირს

05 დეკემბერი 2023, 11:51 482 ნახვა

ქართველი  მეღვინეების ღია  წერილი  ევროკავშირის  ელჩს. წერილს 178  მეღვინე აწერს ხელს და  ევროკავშირს სთხოვს  საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი  მიენიჭოს. წერილში აღნიშნულია, რომ ქართულ ღვინოს სჭირდება დამოუკიდებელ სახელმწიფოში სტაბილური, მშვიდობიანი და მდგრადი განვითარების  პირობები.

ქართველი მეღვინეები აღნიშნავენ, რომ ათწლეულების განმავლობაში საბჭოთა და პოსტსაბჭოთა საქართველოს მევენახეობა სავალალოდ იყო დამოკიდებული რუსეთის არასტაბილურ და დაბალი სამომხმარებლო კულტურის ბაზარზე. 

ასევე ხაზგასმულია წლების განმავლობაში  ქართული  ღვინის, როგორც ბრენდის რეფორმის პროცესში ევროპული ორგანიზაციების მხარდაჭერა, ევროპული ფონდების დახმარებით მცირე და მიკრო მეწარმეებს მიეცათ შესაძლებლობა მამა-პაპათა საქმიანობისთვის ეკონომიკური ღირებულება მიენიჭებინათ - აღნიშნავენ მეღვინეები.   

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში