ქობულეთში ციტრუსის მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნა

05 დეკემბერი 2023, 14:15 528 ნახვა

ციტრუსის მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნა ქობულეთში, სადაც ფერმერებს არასტანდარტული მანდარინის ჩაბარება შეეძლებათ. საწარმოში მანდარინის კონცენტრირებული წვენი დამზადდება.

ქობულეთის ციტრუსის მიმღები საწარმო დაახლოებით 15 000 ტონა ციტრუსს ჩაიბარებს და გადაამუშავებს.

მიმდინარე წელს ნაცვლად 15 თეთრისა, მეციტრუსეებს არასტანდარტულ მანდარინში 30 თეთრს გადაუხდიან.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში