ნიკა ამაშუკელი ექვსი ერის მატჩზე ქართველი არბიტრი ინგლისი-ირლანდიას განსჯის

05 დეკემბერი 2023, 23:02 583 ნახვა

ირლანდიის რაგბის კავშირის ინფორმაციით 2024 წლის 6 ერის მე-4 ტურის მატჩს, რომელშიც ინგლისისა და ირლანდიის დაპირისპირება შედგება, ნიკა ამაშუკელი განსჯის. ქართველ არბიტრს აღნიშნულ შეხვედრაში ანდრის პიარდი და გრეიგ ევანსი დაეხმარებიან. ინგლისისა და ირლანდიის სარაგბო მატჩი 9 მარტს, ლეგენდარულ "თვიქნემზე" ჩატარდება.

გარდა ამ შეხვედრისა ამაშუკელი შოტლანდია საფრანგეთისა და საფრანგეთი ინგლისის მატჩებზე, მთავარი მსაჯის პირველი ასისტენტი იქნება.

შეგახსენებთ, რომ ამაშუკელმა 2023 წლის რაგბის მსოფლიო თასზე რვა თამაში განსაჯა, ჯგუფურ ეტაპზე იგი სამ შეხვედრაში (ირლანდია-რუმინეთი, იაპონია-ინგლისი, ავსტრალია-პორტუგალია) მთავარი მსაჯი იყო, ხოლო ხუთ მატჩში (სამხრეთ აფრიკა-შოტლანდია, არგენტინა-სამოა, შოტლანდია-ტონგა, ინგლისი-სამოა, არგენტინა-ინგლისი) ასისტენტის რანგში იმუშავა.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში