შავი ზღვის პლატფორმის კონფერენცია

06 დეკემბერი 2023, 11:36 618 ნახვა

შავი ზღვის პლატფორმის ყოველწლიური კონფერენცია. შეხვედრის მონაწილეები განხილავენ იმ გამოწვევებს და შესაძლებლობებს, რომლებიც დაკავშირებულია შუა დერეფნის სატრანსპორტო მარშრუტთან. იმსჯელებენ კონკრეტულ პროექტებსა და რეფორმებზეც, რაც კონფერენციის ორგანიზატორების გათვლებით გაამარტივებს ევროკავშირთან ვაჭრობას. შეხვედრის მონაწილეები აღნიშნავენ, რომ სტატუსი, რომელიც საქართველოს მიენიჭება ევროპული საბჭოს მხრიდან განსაკუთრებულ პოზიციაში ჩააყენებს როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური განზომილების მხრივ და ამ თვალსაზრისით შუა კორიდორის ქვეყნებს შორის საქართველოს დამატებითი მნიშვნელოვანი ფუნქცია უჩნდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში