საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრებმა ბოლო ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავა

06 დეკემბერი 2023, 11:41 434 ნახვა

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის C დივიზიონის მეორე ჯგუფის დასკვნით შეხვედრაში სტუმრად თურქეთის ნაკრებს დაუპირისპირდა და 0:2 დამარცხდა. მასპინძლებმა თამაშის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყვიტეს, ანგარიში 26-ე წუთზე გულბინ ჰიზიმ გახსნა, ხოლო 41-ე წუთზე ეჯე თურქოღლუმ სხვაობა ორამდე გაზარდა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. ექვს შეხვედრაში მოპოვებული 18 ქულით ჯგუფის გამარჯვებული თურქეთის ნაკრები გახდა. საქართველოს, ლიეტუვისა და ლუქსემბურგის გუნდებმა კი ასპარეზობა ხუთ-ხუთი ქულით დაასრულეს, თუმცა დამატებითი მაჩვენებლებით საქართველოს ნაკრები ჯგუფში ბოლო ადგილზე გავიდა, მეორე პოზიცია ლიეტუვას ნაკრებმა დაიკავა მესამე ადგილი კი ლუქსემბურგის ნაკრებმა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში