თბილისის ნაძვის ხე და ილუმინაციები 15 დეკემბერს საზეიმოდ აინთება - კახა კალაძე

06 დეკემბერი 2023, 11:44 440 ნახვა

15 დეკემბერს 20:00 საათზე რუსთაველის გამზირზე ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე და დედაქალაქში არსებული ყველა ილუმინაცია ჩაირთვება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, სპეციალურად ამ დღისთვის მსმენელის წინაშე წარდგება მომღერალი იტალიიდან სტეფანო სინიორონი (Stefano Signoroni) ბენდთან ერთად.

„ საინტერესო საღამო იქნება. მოეწყობა სპეციალური თეატრალიზებული წარმოდგენა, რომელიც შობის ამბავს და ნაძვის ხის დადგმის ტრადიციის შესახებ მოგვითხრობს. ჯადოსნური შოუს დასასრულს მსმენელის წინაშე წარდგება ბენდი იტალიიდან ჩვენი მეგობრები, სტეფანო სინორონი და ვფიქრობ, საინტერესო საღამო იქნება მოსული ადამიანებისთვის. 15 დეკემბერს ყველას გელოდებით, ერთად ჩავიფიქროთ სურვილები, ერთად ავანთოთ ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე. 16 დეკემბერს ასევე დაგეგმილი გვაქვს საახალწლო სოფლის გახსნა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში