საახალწლო სამზადისი ქობულეთში

06 დეკემბერი 2023, 14:57 635 ნახვა

საახალწლო სამზადისი ქობულეთში. მთავარი ნაძვის ხე ქალაქის ცენტრალურ მოედანზე 25 დეკემბერს აინთება, ამავე დღეს დაგეგმილია საზეიმო კონცერტი. რაც შეეხება ქუჩების ილუმინაციებით მორთვას, პროცესი უკვე დაწყებულია და ახალი წლისთვის სადღესასწაულო დეკორაციები და განათებები უკვე მონტაჟდება. 700 ერთეული საახალწლო დეკორაციისთვის და განათებებისთვის წელს მერიამ 200 ათასი ლარი უკვე გადაიხადა. რაც შეეხება ღონისძიებებს, თვითმმართველობა წელს 250 ათას ლარს დახარჯავს. კონცერტები წელს 9 დღეს გაგრძელდება.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში