უკრაინა შეიარაღებული ძალების დღეს აღნიშნავს

06 დეკემბერი 2023, 15:51 533 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტმა უკრაინელებს შეიარაღებული ძალების დღე მიულოცა და განაცხადა, რომ კიევი ყველაფრის მიუხედავად დაამარცხებს რუსეთს და მიაღწევს "სამართლიან მშვიდობას", რადგან ვაშინგტონის სასიცოცხლო მნიშვნელობის სამხედრო და ფინანსური დახმარების ბედი ბეწვზე ჰკიდია. ზელენსკიმ ვიდეომიმართვა კიევის ქუჩებში დილის 7 საათზე ჩაწერა. მან ხსოვნის კედელთან პატივი მიაგო ბრძოლებში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას. უკრაინის ლიდერის თქმით, უკრაინას „არ აქვს“ ალტერნატივა, რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლების გარდა. კიევში ხსოვნის კედელი 2014 წელს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის მსხვერპლთა ხსოვნის პატივსაცემად შეიქმნა. 2022 წლის თებერვალში რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ მგლოვიარე ოჯახებმა ხსოვნის კედელზე ასობით პირადი ფოტოები განათავსეს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში