შეხვედრა გენდერული ძალადობის წინააღმდეგ საკითხზე

06 დეკემბერი 2023, 18:02 627 ნახვა

ბათუმში გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16-დღიანი, ნარინჯისფერი კამპანიის ფარგლებში სკოლის დირექტორებთან, პედაგოგებთან, მოსწავლეებთან, ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის გამგეობის წევრები. საინფორმაციო შეხვედრის ფარგლებში ქართული ოცნების ქალთა ორგანიზაციის წევრებმა ახალგაზრდებს ძალადობის გავრცელებულ ფორმებზე, მათ წინააღმდეგ სახელმწიფოს ხელთ არსებულ ბერკეტებსა და საერთაშორისოდ აღიარებულ პრინციპებზე მიაწოდეს ინფორმაცია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში