აშშ-ის სენატმა უკრაინისა და ისრაელის დახმარების კანონპროექტი დაბლოკა

07 დეკემბერი 2023, 10:13 564 ნახვა

აშშ-ის სენატმა უკრაინისა და ისრაელის დახმარების კანონპროექტი დაბლოკა.

BBC-ის ინფორმაციით, რესპუბლიკელმა სენატორებმა დაბლოკეს 110 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტი, რომელიც 61 მილიარდ დოლარს უკრაინის დასახმარებლად მოიცავდა.

კანონპროექტს მხარი სულ 51 სენატორმა დაუჭირა, ხოლო 49-ვე რესპუბლიკელი სენატორი წინააღმდეგი იყო.

რესპუბლიკელები მოითხოვენ, რომ უკრაინის დახმარება დაკავშირებული იყოს აშშ-ის საიმიგრაციო პოლიტიკის საკითხთან.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში