გამოცდების ეროვნული ცენტრის ეროვნული ხელმძღვანელი თანამდებობას ტოვებს

07 დეკემბერი 2023, 11:47 424 ნახვა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი სოფიო გორგოძე თანამდებობას ტოვებს. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, განცხადება თანამდებობიდან წასვლის შესახებ სოფიო გორგოძემ რამდენიმე დღის წინ დაწერა, თანამდებობას კი იანვრიდან დატოვებს. შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში კატეგორიულად უარყოფენ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ გორგოძის გადადგომა PISA-ს კვლევებს უკავშირდება. თავად სოფო გორგოძემაც აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება რამდენიმე თვის წინ ჰქონდა მიღებული. იგი შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს 2018 წლიდან ხელმძღვანელობს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში