აჭარაში ტურისტული სექტორის წარმომადგენლებს ტრენინგები უტარდებათ

07 დეკემბერი 2023, 13:02 502 ნახვა

აჭარაში სერვისის გაუმჯობესების მიზნით ტრენინგები მიმდინარეობს.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონში მოქმედი კვებისა და განთავსების ობიექტების წარმომადგენლებს შრომის უსაფრთხოების სტანდარტების შესახებ ტრენინგებს უტარებს.

ტურიზმის დეპარტამენტის ცნობით, თეორიულ-პრაქტიკული სწავლების მიზანი ობიექტებში უსაფრთხო სამუშაო გარემოსა და გამართული შრომის უსაფრთხოების სისტემის დანერგვის ხელშეწყობაა. მოკლე ტრენინგ-კურსი ჩაუტარდა სასტუმროების HR მენეჯერებსაც. 

"ინდივიდუალური და ჯგუფური სავარჯიშოები ადამიანური რესუსრსების მართვის დეპარტამენტების თანამშრომლებს დაეხმარება გაერკვნენ საკუთარ მიზნებსა და მოლოდინებში, იცოდნენ პროფესიული განვითარების რა ეტაპზეა თანამშრომელი და რა უნდა გაკეთდეს მეტი შედეგის მისაღებად.

წლის ბოლომდე უწყება ასევე გეგმავს ტრენინგებს შემდეგი მიმართულებით „სოციალური მედიის მართვა“, „ფსიქოლოგია გიდებისთვის“, საბაზისო კურსი სომელიებისთვის და ცნობილი სპიკერების საჯარო შეხვედრა ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან. მიმდინარე წელს, რეგიონში სერვისის გაუმჯობესების მიზნით ტურიზმის სექტორის 1000-მდე წარმომადგენელი გადამზადდა. 26 დეკემბერს, რეგიონში წლის საუკეთესო ტურისტული სერვისის მიმწოდებლების დაჯილდოების ღონისძიება „მაგნოლია“ გაიმართება. ღონისძიებაზე გამარჯვებულებს 14 სხვადასხვა ნომინაციაში ტურისტები და აჭარის ტურისტულის სექტორის წარმომადგენლები გამოავლენენ"-განმარტავენ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში