მენინგოკოკური ინფექციით გარდაცვალების ფაქტი

11 მარტი 2017, 00:00 2966 ნახვა

მენინგოკოკური ინფექციით ბავშვის გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა დღეს თბილისში. 4 წლის ბავშვი, რომელიც ბათუმიდან დედაქალაქში იყო გადაყვანილი დღეს დილით გარდაიცვალა. ინფორმაციას ბათუმის “დედათა და ბავშვთა რესპუბლიკურ ცენტრში” ადასტურებენ. პედიატრის ინფორმაციით, რომელმაც ბავშვი 8 მარტს მიიღო მოზარდის მდგომარეობა რთული იყო. ხატია დოლიძე განმარტავს, რომ პაციენტი ცენტრში ორჯერ მიიყვანეს. პირველ შემთხვევაში, ექიმის თქმით 4 წლის ბავშვს მენინგოკოქცემიისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნებოდა, რის გამოც იგი სტაციონარში არ მოათავსეს. საავადმყოფოს დატოვებიდან 5 საათში კი მოზარდი კვლავ კლინიკაში მოხვდა. ექიმის თქმით უკვე გამოხატული ჩვენებით. ხატია დოლიძე ამბობს, რომ მოზარდი სტაბილური მდგომარეობით, თუმცა მენინგოკოქცემიის კლინიკური ნიშნებით კატასტროფის ბრიგადამ სასწარაფოდ თბილისში გადაიყვანა. სადაც დღეს დილით გარდაიცვალა. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში