აქცია მახინჯაურში

07 დეკემბერი 2023, 14:49 849 ნახვა

მახინჯაურში 53 ოჯახი აცხადებს,რომ წინაპრების მიწებს წლებია ვერ ირეგისტრირებენ. საუბარია 7 ჰექტრამდე ტერიტორიაზე, რომლის ფლობის დოკუმენტები საარქივო მასალებში ბერიძეების შთამომავლებმა მოიპოვეს. მიწა აჭარის ეკონომიკის სამინისტროს ეკუთვნოდა, თუმცა ახლა ის ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტს აქვს სარგებლობაში. აქციის მონაწილეები მალე დავას სასამართლოში აპირებენ. მანამდე კი უნივერსიტეტის ადმინისტრაციას მიმართავენ ითანამშრომლონ მოსახლეობასთან და მიწების დარეგისტრირებას ხელი არ შეუშალონ. აქციის მონაწილეებს უმაღლეს სასწავლებელში უპასუხეს . ბსუ-ში განმარტეს, რომ თუკი მათ სასამართლოს მიერ აღიარებული დოკუმენტი ექნებათ, ისინი სასამართლოს გადაწყვეტილებას დაემორჩილებიან.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში