მსოფლიო ჩემპიონები კარატეში ბათუმიდან

07 დეკემბერი 2023, 14:53 462 ნახვა

იაპონიის დედაქალაქში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე შოტოკან კარატე დო-ში იუნიორთა შორის წარმატებით იასპარეზეს ბათუმელმა მებრძოლებმა. ტოკიოში შვიდმა სპორტსმენმა იასპარეზა. კუმიტეში, რომელიც ორთაბრძოლას წარმოადგენს, მსოფლიო ჩემპიონის ტიტულები მოიპოვეს ანასტასია ზოიძემ, ევგენია კუფილოვამ, დარია კრილოვამ და მარიამ კომახიძემ. კუფილოვამ და კომახიძემ დისციპლინა კატაშიც იასპარეზეს და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. ტურნირში 45 ქვეყანა მონაწილეობდა და „ვე-ეს-კა-ეფ“-ს (WSKF) ვერსიით ჩატარდა. ჩემპიონატის პარალელურად საწვრთნელი და სამსაჯო სემინარებიც გაიმართა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში