„ჩვენი ხმა ევროპას“ - შეხვედრა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებთან

08 დეკემბერი 2023, 11:51 525 ნახვა

პრეზიდენტი კი კამპანიის -„ჩვენი ხმა ევროპას“ ფარგლებში შეხვედრებს არ წყვეტს. ამჯერად ორბელიანების სასახლეში გამართულ მიღებაზე ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებს უმასპინძლა.სალომე ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ ისაუბრა ევროპულ მომავალზე და საქართველოს ევროინტეგრაციის მნიშვნელობაზე. სასახლეში შეკრებილებმა ხელმოწერით დაადასტურეს ევროპაში ინტეგრაციის სურვილი. პრეზიდენტთან შეხვედრები და კამპანია 15 დეკემბრამდე გაგრძელდება.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში