დევიდ ქემერონი ღაზის სექტორისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაგრძელების აუცილებლობაზე საუბრობს

08 დეკემბერი 2023, 11:58 435 ნახვა

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ღაზის სექტორისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება აუცილებელია. დევიდ ქემერონის თქმით, ასევე მნიშვნელოვანია ისრაელის ოპერაციის დასრულების შემდეგ ღაზის მომავალზე ფიქრი. მინისტრმა ენტონი ბლინკენთან საუბრისას აღნიშნა ორ სახელმწიფოს შორის კონფლიქტის გადაწყვეტის მნიშვნელობა და დაამატა, რომ ეს არის ისრაელის უსაფრთხოების გრძელვადიანი ინტერესი.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში