ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდის წილისყრა

08 დეკემბერი 2023, 12:46 801 ნახვა

უეფა-ში 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდის წილისყრა ჩატარდა. ელიტრაუნდში მონაწილე 28 ნაკრები ოთხ კალათად დაიყო. საქართველოს ნაკრები C კალათაში იყო. წილისყრამ ვასილ მაისურაძის გუნდი მეხუთე ჯგუფში მოახვედრა, სადაც მისი მეტოქეები იქნებიან შოტლანდია, ჩეხეთი და იტალია, რომელიც ევროპის ჩემპიონატის მოქმედი გამარჯვებულია. მატჩები 2024 წლის 18-დან 26 მარტამდე გაიმართება და ევროპის ჩემპიონატის მონაწილეები გაირკვევა. გამარჯვებულები შეუერთდებიან მასპინძელ ჩრდილოეთ ირლანდიას, რომელიც ფინალურ ეტაპს 15-დან 28 ივლისის ჩათვლით უმასპინძლებს. ეს ტურნირი ასევე იქნება 2025 წლის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი. რაც შეეხება 17-წლამდელებს, ისინი ჯგუფში თურქეთს, სერბეთს და დანიას დაუპირისპირდებიან.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში