გერმანიაში რკინიგზის მემანქანეები გაიფიცნენ

08 დეკემბერი 2023, 15:01 500 ნახვა

გერმანიაში რკინიგზის მემანქანეები გაიფიცნენ. მემანქანეთა კავშირმა საყოველთაო გაფიცვის შესახებ წინასწარი ინფორმაცია ოთხშაბათს გამოაქვეყნა. შეჩერებულია მატარებლების მიმოსვლა, რის შედეგადაც, სავარაუდოდ, რეგიონული და შორი დისტანციის ათასობით რეისი არ განხორციელდება. პროტესტის უკიდურეს ფორმას მემანქანეებმა მას შემდეგ მიმართეს, რაც სარკინიგზო კომპანია „დოიჩე ბანთან“ მოლაპარაკება ვერ შედგა. ისინი 38 საათიანი სამუშაო გრაფიკის 35-მდე შემცირებას ითხოვენ. ასევე ითხოვენ თვიური ანაზღაურების 555 ევროთი გაზრდას. კომპანიამ გაფიცულებს ხელფასის 11%-იანი ზრდა შესთავაზა, თუმცა თანამშრომლებმა აღნიშნულ პირობაზე უარი განაცხადეს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში