დუბაიში, კლიმატის ცვლილების კონფერენციის პრეზიდენტმა ქვეყნებს კომოფრტის ზონიდან გამოსვლისკენ მოუწოდა

08 დეკემბერი 2023, 15:02 478 ნახვა

დუბაიში მსოფლიო ლიდერთა სამიტი გრძელდება, სადაც კლიმატის ცვლილებების საკითხებს განიხილავენ. კონფერენციის პრეზიდენტმა ქვეყნებს კომფორტის ზონებიდან გამოსვლისა და ერთობლივი მუშაობისკენ მოუწოდა. პლენარულ სხდომაზე სულთან ალ ჯაბერმა აღნიშნა, რომ ჯერ კიდევ გაურკვეველია, თუ როგორ გადაჭრის 200-მდე ქვეყანა რთულ პრობლემას გლობალური დათბობის შესახებ. კონფერენციაზე შეთანხმების მისაღწევად არანაკლებ 80 ქვეყნის თანხმობაა საჭირო. იმ შემთხვევაში თუ ერთსულოვანი გადაწყვეტილება მიიღება, ეს იქნება პრეცედენტი კონფერენციის ჩატარების ისტორიაში.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში