გაეროს უსაფრთხოების საბჭოს რეზოლუციას აშშ-მა ვეტო დაადო

09 დეკემბერი 2023, 11:51 499 ნახვა

გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას, რომელიც ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტას ეხებოდა აშშ-მა ვეტო დაადო. ელჩის მოადგილე განმარტავს, რომ ეს რეზოლუცია „ჰამასს“ მისცემს დროს, გაიმეოროს იგივე, რაც 7 ოქტომბერს გააკეთა. გაერო-ს უშიშროების საბჭოს 15 წევრიდან 13-მა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის რეზოლუციას მხარი დაუჭირა, დიდმა ბრიტანეთმა კი თავი შეიკავა, რასაც იმით განმარტავენ, რომ რეზოლუციამ „ჰამასი“ არ დაგმო. გადაწყვეტილებებს გამოხმაურება მოჰყვა. შეერთებული შტატების ვეტოზე, არაბთა გაერთიანებული საამიროები იმედგაცრუებულები არიან და აღნიშნავენ, რომ აღნიშნულ საბჭოს სამწუხაროდ ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნა არ შეუძლია.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში