პოლონეთში ორი ქართველი დააკავეს

09 დეკემბერი 2023, 11:52 576 ნახვა

პოლონეთში საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს. შემთხვევა ქალაქ სოსნოვეცში მოხდა, როდესაც ქართველებმა სასტუმროში 30 წლის კაცი ჯერ სცემეს, შემდეგ კი ტელეფონები წაართვეს. დაზარალებულის თქმით, ბრალდებულები მის ნომერში შეიჭრნენ და თანხა მოითხოვეს, უარის მიღების შემდეგ კი ფიზიკურად გაუსწორდნენ. შემთხვევის კადრები სასტუმროსთან დამონტაჟებულმა კამერებმა დააფიქსირეს, პოლიციამ ნივთმტკიცებად უკვე ამოიღო წართმეული ტელეფონები. დანაშაული 12 წლიან პატიმრობას ითვალისწინებს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში