აშშ-ში ტორნადოს მსხვერპლი მოჰყვა

10 დეკემბერი 2023, 11:58 464 ნახვა

სულ მცირე 6 ადამიანი დაიღუპა ტენესის შტატში ტორნადოს შედეგად. მსხვერპლთა შორის 1 ბავშვია. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით სტიქიის ზონაში ამ დრომდე გრძელდება სამძებრო სამაშველო ოპერაცია, რის გამოც არ გამორიცხავენ რომ მსხვერპლთა რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს. საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა ქალაქ კლარკსვილში. ტორნადომ დააზიანა შტატის რამდენიმე რაიონი და 80 ათასზე მეტ ადამიანს არ მიეწოდებოდა ელექტროენერგია.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში