ოკუპირებულ გალში საქართველოს მოქალაქე მოკლეს

10 დეკემბერი 2023, 14:51 429 ნახვა

ადგილობრივი მილიციის მხრიდან სასტიკი ფიზიკური ანგარიშსწორების შედეგად ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დაიღუპა – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს. სალომე ზურაბიშვილის თქმით, ეს არის ტრაგიკული შეხსენება იმისა, რომ ადამიანის ელემენტარული უფლებები უმოწყალოდ ილახება რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გავრცელებული ინფორმაციით, 40 წლამდე კაცს ე.წ. მილიცია სასტიკად გაუსწორდა და მიყენებული დაზიანებების შედეგად დაიღუპა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში