ეკომიგრანტების საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფა

21 მაისი 2016, 00:00 2804 ნახვა

2017 წლისთვის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი საცხოვრებელი ბინებით კიდევ 23 ეკომიგრანტი ოჯახის უზრუნველყოფას გეგმავს. მეწყერსაშიში ზონებიდან იძულებით გახიზნული მოსახლეობისთვის სოციალური სახლის მშენებლობა ურეხის დასახლებაში უკვე მიმდინარეობს. პროექტისთვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მილიონ 432 ათას 786 ლარი დაიხარჯება. აქედან თანხის ნაწილი მიმდინარე წელს უკვე გამოიყო, ნაწილი კი 2017 წლის ხარჯებში იქნება გათვალისწინებული. მშენებლობას ტენდერში გამარჯვებული კომპანია "მშენებელი 80" აწარმოებს და ის მომავალი წლის აგვისტოში უნდა დასრულდეს. ობიექტი დღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მოინახულა. ნადიმ ვარშანიძის განცხადებით, კაპრეშუმის შემდეგ ურეხის დასახლებაში კიდევ ერთი სოციალური სახლის მშენებლობა მუნინიციპალიტეტში მცხოვრები ეკომიგრანტი ოჯახების უმრავლესობის პრობლემას გადაჭრის.

ამავე კატეგორიაში