კანდიდატის სტატუსის მოლოდინი

11 დეკემბერი 2023, 11:45 471 ნახვა

ისტორიული და გადამწყვეტი კვირის ათვლა საქართველოსთვის დაიწყო. 15 დეკემბერს უნდა თქვას ევროპულმა საბჭომ მიანიჭებენ თუ არა საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსს. მათ უკვე აქვთ ევროკომისიის დადებითი რეკომენდაცია, რომელსაც როგორც გამოცდილება და პრაქტიკა აჩვენებს, ხშირად იზიარებს ევროპული საბჭო, თუმცა ყოფილა პირიქითაც.

რაც შეეხება მოლოდინებს საქართველოში, მმართველ გუნდში ოპტიმისტური განწყობაა და მიაჩნიათ, რომ პარტნიორებმა ამჯერად უნდა მიიღოს სწორი გადაწყვეტილება და საქართველოს მიანიჭოს სტატუსი, რომელიც იქნება დამსახურებაზე დაფუძნებული. არც საპარლამენტო ოპოზიციაა გამონაკლისი. ფიქრობენ, რომ საქართველოს ადგილი, თანაც არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, მხოლოდ ევროპულ ოჯახშია.

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში