უფლებრივი მდგომარეობა - სოციალური სამართლიანობის ცენტრის ანგარიში

11 დეკემბერი 2023, 11:50 560 ნახვა

სოციალური სამართლიანობის ცენტრი 2023 წელს უფლებრივ მდგომარეობას აფასებს. ძირითად გამოწვევებს შორის დასახელებულია მართლმსაჯულებისა და სამართალდამცავი ორგანოების პოლიტიზება, სახელმწიფო უწყებების ჩაკეტილობა და კანონშემოქმედებით საქმიანობაში სამოქალაქო-პროფესიული ჯგუფების არასაკმარისი ჩართულობა. ორგანიზაციის კვლევაში მოხვდა ოკუპაცია და კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის მდგომარეობა. ანგარიშის მიხედვით, ასევე პრობლემად რჩება იძულებითი ქორწინების შემთხვევებზე ეფექტიანი რეაგირება. სხვა საკითხებთან ერთად დოკუმენტში ხაზგასმულია სოციალური უთანასწორობის გამო უფლებრივი პრობლემები.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში