აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალი

11 დეკემბერი 2023, 14:50 596 ნახვა

კვირის ბოლოს დაგეგმილი სამიტისთვის ემზადება ბრიუსელი. ვიდრე გამოჩნდება რა ნაბიჯს გადადგამს ევროპის საბჭო, ისტორიულ გადაწყვეტილებამდე სამი დღით ადრე ამ წუთებშიც ისმის ევროპელი ლიდერების განცხადებები, რომ საქართველოს ადგილი ევროპულ ოჯახშია. ასე მაგალითად, შვედეთის, ჩეხეთის, ესტონეთისა და ლიეტუვის ლიდერები ერთიმეორის მიყოლებით დღეს ღიად საუბრობენ იმაზე, რომ ბევრი ქვეყანა იქნება იმაზე ახლოს ევროკავშირთან, ვიდრე ოდესმე, მათ შორის, საქართველო. თითქმის ყველა გამომსვლელი ხაზს უსვამს თამაშის სამართლიან წესებს, რომ უარყოფითი გადაწყვეტილებები იქნება დამანგრეველი და ბნელი მომავლის დასაწყისი.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში