ქობულეთში, ბავშვს პიროტექნიკა საწვავში ჩაუვარდა და აფეთქდა

11 დეკემბერი 2023, 23:56 752 ნახვა

10 წლის მოზარდს პიროტექნიკა აუფეთქდა, რომელიც მრავლობითი დამწვრობით კატასტროფის ბრიგადამ დამწვრობის ცენტრში გადაიყვანა. 

შემთხვევა ცოტა ხნის წინ, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხაესტატეში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით მოზარდს პიროტექნიკა აუფეთქდა, რომელიც საწვავის სავსე ბოთლში ჩაუვარდა რამაც სასწრაფო აალება გამოიწვია.

როგორც ქობულეთის ევექსის ჰოსპიტალში ამბობენ, მოზარდი მრავლობითი დამწვრობებით სასწრაფომ ემერჯენსის განყოფილებაში შეიყვანა, რომელსაც მრავლობითი დამწვრობები აღებიშნებოდა სხეულის სხვადასხვა არეში. მოზარდი კატარსტოფის ბრიგადამ, თბილისში დამწვრობის ცენტრში გადაყავანა.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში