თეთრ სახლში ბაიდენმა ნეთანიაჰუსთან უთანხმოებაზე ისაუბრა

12 დეკემბერი 2023, 11:50 415 ნახვა

აშშ-ს პრეზიდენტმა იმ რთულ ურთიერთობებზე ისაუბრა, რომელიც მას აქვს ისრაელის პრემიერ-მინისტრთან. ებრაული ხანუქას დღესასწაულთან დაკავშირებით თეთრ სახლში მიღებაზე სახლში საუბრისას ბაიდენმა გაიხსენა ნეთანიაჰუსთან ათეულობით წლების ურთიერთობა.ბოლო კვირებში ბაიდენი-ნეთანიაჰუს უთანხმოების საგანი ჰამასის წინააღმდეგ მიმდინარე ომი და პალესტინელებისადმი დამოკიდებულებაა.ბაიდენმა თქვა, რომ შეერთებული შტატები გააგრძელებს მუშაობას ღაზაში ჯერ კიდევ მყოფი მძევლების გასათავისუფლებლად, დააჩქარებს პალესტინელებისთვის ჰუმანიტარულ დახმარების მიწოდებას და იზრუნებს ისრაელელი მეგობრების, მშვიდობიანი მოქალაქეების დაცვაზე.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში