ზელენსკი აშშ-ში ვიზიტით იმყოფება

12 დეკემბერი 2023, 11:50 428 ნახვა

ვაშინგტონში საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელი კრისტალინა გეორგიევა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. ფონდის აღმასრულებელმა საბჭომ ქვეყნის 15,6 მილიარდი დოლარის სასესხო პროგრამიდან 900 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფა დაამტკიცა. გეორგიევამ მიულოცა ზელენსკის ომის ფონზე პოზიტიური ეკონომიკური ზრდა და უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადა. ზელენსკიმ თავის მხრივ მადლობა გადაუხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდს და მოკავშირეებს უკრაინის მხარდაჭერისთვის. ზელენსკი ვაშინგტონში ვიზიტისას აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს და კონგრესის მაღალჩინოსნებს შეხვდება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში