პროექტი „ქუჩის კალათბურთი“

12 დეკემბერი 2023, 11:55 469 ნახვა

მიმდინარე წლის 10 ოქტომბერს სტარტი აიღო და ორი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა პროექტი სახელწოდებით ,,ქუჩის კალათბურთი", რომელშიც ბათუმის 14 ადმინისტრაციული ერთეულის 300-მდე მონაწილე, სულ 100 გუნდი იყო ჩართული. აღნიშნული პროექტი წლებია ქალაქ ბათუმის მერიის და სპორტული ცენტრის მხარდაჭერით ხორციელდება. ორთვიანი ტურნირების შემდეგ გამოვლინდა 14 საუკეთესო გუნდი. წილისყრის შედეგად გამარჯვებული გუნდები დაწყვილდნენ და ფინალურ სერიაში ითამაშებენ, რის შემდეგაც ორი საუკეთესო ერთმანეთს სუპერფინალში დაუპირისპირდება. სუპერფინალი დღეს, ბონში მდებარე სპორტის დარბაზში 18:00 საათზე დაიწყება. წილისყრაზე სპეციალური სტუმრის სტატუსით მოწვეული იყო უმაღლესი ლიგის გუნდის „ბათუმის“ კალათბურთელი ლუკა კალატოზიშვილი.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში