მამუკა კორძაია თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონია

12 დეკემბერი 2023, 21:52 1194 ნახვა

საქართველოს ჩემპიონატზე თავისუფალი სტილით ჭიდაობაში მამუკა კორძაია 97 კგ. წონით კატეგორიაში ჩემპიონი გახდა.

ფინალურ დაპირისპირებაში აჭარის საჭიდაო სკოლის წარმომადგენელმა მამუკა კორძაიამ, თბილისის საჭიდაო სკოლის წარმომადგენელი ირაკლი მწითური დაამარცხა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

დღესვე აჭარიდან რამაზ თურმანიძე ბრინჯაოს მედლის მფლობელი 57 კგ. წონით კატეგორიაში გახდა.

რაც შეეხება სხვა წონითი კატეგორიის ჩემპიონებს: 

  • 57 კგ. რობერტ დინგაშვილი (ყვარელი),
  • 70 კგ. აკაკი ქემერტელიძე (საჩხერე),
  • 74 კგ.  გიორგი გოგრიჭიანი (ამბროლაური),
  • 86 კგ. ვლადიმერ გამყრელიძე (ამბროლაური) გახდნენ.

ხვალ კი დარჩენილ 5 წონაში გამოვლინდებიან ჩემპიონები.

ფინალური წყვილები: 

  • გიორგი ღონიაშვილი (ყვარელი) - ომარი გაზაშვილი (გორი),
  • ედემი ბოლქვაძე (სამტრედია) და გოდერძი ძებისაშვილი (გორი), 
  • ავთანდილ კენჭაძე (ამბროლაური)- გიორგი სულავა (ქუთაისი),
  • მირიან მაისურაძე (ონი)-იუზა ცერცვაძე (ბაღდათი),
  • გენო პეტრიაშვილი (გორი) - სოლომონ მანაშვილი (თბილისი).

ბათუმის სპორტის სასახლეში ფინალური შეხვედრები 14:00 საათიდან დაიწყება. პირდაპირი რეპორტაჟს კი GMS TV გადმოსცემს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში