ევროკომისიის პრეზიდენტი უკრაინის მხარდაჭერის მოწოდებით გამოდის

13 დეკემბერი 2023, 14:45 397 ნახვა

პრეზიდენტ პუტინის კრახი ავტომატურად არ მიგვიყვანს უკრაინის გამარჯვებამდე-ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, ევროპულმა გაერთიანებამ მხარი უნდა დაუჭიროს უკრაინას იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება. უკრაინა არა მხოლოდ ოკუპანტს ებრძვის, არამედ იბრძვის ევროპისთვის და ევროპულ ოჯახში გაერთიანება უკრაინის საბოლოო გამარჯვება იქნება. ამისათვის ჩვენ გადამწყვეტი როლი გვაკისრია-განაცხადა ფონ დერ ლაიენმა. უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი კი აცხადებს, რომ ევროკავშირი საშინელ შეცდომას უშვებს და, რომ უკრაინასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები არ უნდა დაიწყოს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში