პოლონეთის ახალმა მთავრობამ ფიცი დადო

13 დეკემბერი 2023, 14:49 461 ნახვა

პოლონეთის პრეზიდენტმა ახალი პრემიერ- მინისტრის დონალდ ტუსკის მთავრობისგან ფიცი მიიღო, რაც ძალაუფლების გადაცემის საბოლოო ნაბიჯია, რაც რვაწლიანი ნაციონალისტური მმართველობის შემდეგ უზარმაზარი ცვლილებების მომასწავებელია. წინა მთავრობის დროს ვარშავასა და ბრიუსელს შორის წლების განმავლობაში მიმდინარე დავის შემდეგ, ევროპის საბჭოს ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტუსკის გაპრემიერებამ ევროკავშირის დანარჩენ ნაწილთან ურთიერთობების დალაგების იმედი გააჩინა. ტუსკი პირველი ვიზიტით ხვალ ბრიუსელში გაემგზავრება, სადაც ევროკავშირის ორდღიან სამიტს დაესწრება. პოლონეთისთვის თანხების განბლოკვის მცდელობის გარდა ტუსკი ბრიუსელში მხარს დაუჭერს უკრაინის ევროკავშირში გაერთიანებას.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში