პეკინში დიდთოვლობის გამო სკოლები დაიხურა

13 დეკემბერი 2023, 14:49 615 ნახვა

პეკინში დიდთოვლობის გამო სკოლები დაიხურა. მოსახლეობას ხელისუფლება სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს. ადგილობრივი ხელისუფლება სტიქიის გამო საწარმოებისგან თანამშრომლებისთვის მოქნილი სამუშაო პირობების შეთავაზებას მოითხოვს. თოვლმა, ქარბუქმა და დაბალმა ტემპერატურამ მოიცვა ჩინეთის ჩრდილოეთ ნაწილი. მომდევნო დღეებში პეკინს 18 გრადუსიანი ყინვები ელოდება, ჩვეულებრივ ჩინეთის დედაქალაქში დეკემბრის შუა რიცხვებში ჰაერის ტემპერატურა 8 გრადუსამდე ეცემა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში