დიდი ბრიტანეთი, იტალია და იაპონია ზეხმოვანი ავიაგამანადგურებლის შექმნაზე შეთანხმდნენ

14 დეკემბერი 2023, 11:48 612 ნახვა

ბრიტანეთმა, იაპონიამ და იტალიამ ხელი მოაწერეს შეთანხმებას მოწინავე მოიერიშე თვითმფრინავის განვითარების პროგრამის შექმნის შესახებ. ახლა ამ ქვეყნების პარლამენტებმა რატიფიცირება უნდა მოახდინონ გაფორმებული ხელშეკრულების, რომლის მიზანია 2035 წლისთვის ამ საბრძოლო თვითმფრინავების ექსპლუატაციაში ჩაშვება. პროგრამის ერთობლივი განვითარების ეტაპი 2025 წელს დაიწყება. გლობალური საბრძოლო საჰაერო პროგრამისა და მისი სამრეწველო ანალოგის ერთობლივი სამთავრობო შტაბ-ბინა განთავსდება ბრიტანეთში. სამთავრობო ორგანიზაციის პირველი აღმასრულებელი დირექტორი იაპონელი, ხოლო ბიზნეს ორგანიზაციის პირველი ლიდერი იტალიელი იქნება. ბრიტანეთის მთავრობამ განაცხადა, რომ ზებგერითი რეაქტიული უჩინმაჩინი- თვითმფრინავი აღჭურვილი იქნება რადარით, რომელსაც შეუძლია 10 ათასჯერ მეტი მონაცემების მიწოდება, ვიდრე არსებულ სისტემებს-განაცხადა ბრიტანეთის მთავრობამ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში