დუბაიში გაეროს კლიმატის სამიტი ისტორიული შეთანხმებით დასრულდა

14 დეკემბერი 2023, 11:49 490 ნახვა

დუბაიში გამართულ კლიმატის ცვლილებების საერთაშორისო კონფერენციაზე, 198-მა ქვეყანამ ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომელიც კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ ერთობლივ ბრძოლას ეხება. შეთანხმების მონაწილეებმა მიიღეს გეგმა ატმოსფეროში მავნე ემისიების შემცირებისა და ენერგიის ეკოლოგიურ, განახლებად წყაროებზე გადასვლის შესახებ. დოკუმენტში მითითებულ მიზნებს შორის არის წიაღისეული საწვავის გამოყენების შემცირება. 2030 წლისთვის სამჯერ უნდა გაიზარდოს ენერგიის განახლებადი წყაროების გამოყენება და ორჯერ გაიზარდოს ენერგოეფექტიანობა. წიაღისეულ საწვავზე კიდევ უფრო მეტად უარის თქმამ ატმოსფეროში სათბურის გაზების ემისია 2050 წლისთვის ნულამდე უნდა შეამციროს. სამიტის პრეზიდენტმა სულთან ალ-ჯაბერმა შეთანხმებას „ისტორიული“ უწოდა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში